გერმანიაში მეოთხე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს

უკვე მეოთხე დღეა გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 3677 შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო კვირის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 100123 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილია 1584 ადამიანი.

კლების ტენდენციით ხასიათდება ახალი მაჩვენებლების რაოდენობა ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში, იტალიასა და ესპანეთშიც.

ამასთან, ჩინეთში დაავადებულ პაციენტთა 94.3% უკვე გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა