ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2 პაციენტი ახალი შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. სოლოღაშვილის განცხადებით, ორივე ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათი კონტაქტები დადგენილია.

„დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 32 პაციენტი. მათგან კოვიდ 19 დადასტურებული აქვს 10 პაციენტს და ამ 10 პაციენტიდან 2 არის ახალი. ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი საყურადღებოა, რომელთანაც მიმდინარეობს მკურნალობა. ეს ორი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელება. ინფიცირების პირველადი წყარო შესწავლილია, კონტაქტები დადგენილია,“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ 4 პაციენტს განმეორებითი კვლევა უტარდება გამოჯანმრთელების დასადასტურებლად.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დრომდე 10 პაციენტია მოთავსებული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო