თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან ოთხი ინფიცირებული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 50 პაციენტი მკურნალობს. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების შედეგებით, 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი განმარტებით, 50 პაციენტიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ხოლო 49 თერაპიულში.

„ამჟამად კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს. გუშინ მიღებული პაციენტებიდან 38 -ის ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა და ოთხი დადასტურებული პასუხი მივიღეთ. პაციენტები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი. ამჟამად მკურნალობას 50 პაციენტი აგრძელებს, მათგან ერთი არის რეანიმაციაში, 49 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია. მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება. მათი დისლოკაცია პროფილური კლინიკების მიხედვით მოხდება“,-განაცხადა მარეხ ბექაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა