სალომე ზურაბიშვილი მის პოსტზე - უკაცრავად ჩემს მიერ უნებლიეთ შექმნილი აჟიოტაჟისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის გუშინდელ პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, უნდოდა სულხან-საბას ლექსიკონიდან "უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში" გაეზიარებინა, რითაც მძიმე დღეებში "საზოგადოების განმუხტვა სურდა", თუმცა მისი მცდელობა "გაუგებარი და სალანძღავი" აღმოჩნდა. პრეზიდენტი გარკვეულწლილად ბოდიშსაც იხდის მის მიერ "უბედლიედ შექმნილი აჟიოტაჟისთვის".

„უკაცრავად ჩემს მიერ გუშინ, უნებლიეთ შექმნილი აჟიოტაჟისთვის. მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან. ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა, რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც, რომ საკუთარი წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა... თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და სალანძღავიც კი გახდა. ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ! უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენის გამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა. ეს კი თავისთავად კარგი შედეგია. ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.

შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;

ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;

სულელი არს, რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;

ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;

ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;

რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;

ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;

შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;

შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;

ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;

შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს."(საბა-სულხან ორბელიანი)“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო