ფაშინიანი - სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დინამიკის სამჯერ შემცირებაა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. ეს ბოლო კვირის მანძილზე ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „სამი აპრილიდან 253 ჩატარებულ ტესტსში 34 დადებითი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს დინამიკის სამჯერ შემცირებაა“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვირუსი 822 პირს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 7 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა