პრემიერის განცხადებით, დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოშია დანერგილი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში

საქართველოს პრემეირ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. როგორც პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება OECD-იმ ერთ-ერთ ანგარიშში გააკეთა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, და ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს წარმატებები დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ანგარიშში OECD-მ წარმოადგინა დისტანციური განათლების მიღების მოდელი, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო დანერგილი, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ განათლების სამინისტროს. საერთოდ, ხაზგასმით გამოყოფილი იყო “ტელესკოლის” პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი გამოეწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ და ეს არ მოგვიწიოს. ესეც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა