ლევან რატიანი - 62 წლის ქალი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა, კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტთან მიმართებით პირველი ეტაპის ტესტზე პასუხი დადებითია.

ექიმის თქმით, ასევე გაუმჯობესებულია კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტის, 80 წლის ქალის მდგომარეობაც.

ლევან რატიანის განმარტებით, მათ კლინიკაში ამ დროისთვის, სულ 67 პაციენტი მკურნალობს, აქედან კი 51 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

„ჩვენი კლინიკა ემსახურება ქვეყანაში ყველაზე კრიტიკულ პაციენტს, ყველაზე მძიმე პაციენტები მკურნალობას ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ. 62 წლის ქალბატონთან მიმართებით, რომელიც არის ე.წ. მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე დადებითი ტესტი მოვიდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ასევე 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული სინდრომით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ქალბატონი სპონტანურ სუთქვაზეა“, - განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა