"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით,  ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში მეორე სემესტრის მასალა არ იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში გათვალისწინებული სასწავლო მასალა, სავარაუდოდ, არ იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ტესტებში მე-12 კლასისთვის გათვალისწინებული სასწავლო მასალის მხოლოდ ის ნაწილი შევა, რაც აბიტურიენტებმა პირველ სემესტრში ისწავლეს.

ამასთან, ტესტებში ყურადღება გამახვილდება მოსწავლის ზოგად ცოდნაზე და ის კონკრეტული ნაწარმოების ზუსტი ცოდნის შეფასებით არ შემოიფარგლება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად მუშაობს.

მეორე სემესტრის პროგრამული მასალის ტესტებიდან ამოღების მიზეზი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გახდა, რის გამოც, სასწავლო პროცესის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება საგამოცდო ბარიერის დაწევას, ჯერჯეობით ეს არ იგეგმება.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ „განათლების სამინისტრო ორიენტირებულია ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს“.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოცდების ფორმატი არ შეიცვლება და ვადები არ გადაიწევს. შესაბამისად, გამოცდები ისევ ივლისში ჩატარდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო