ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან 2 პაციენტი ეწერება. მისივე განმარტებით, ამჟამად ჰოსპიტალში 51 პაციენტი გადის მკურნალობას. „დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. სულ არის 51 ინფიცირებული პაციენტი. რაც შეეხებათ ქალბატონებს, ჩვენთან რეანიმაციაში წევს 7 პაციენტი, აქედან კრიტიკული 2 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუჯობესებულია.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას: ახალგაზრდა მამაკაცს,რომელიც არის 42 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირება, აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწავავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტთან იყო გუშინ მეცხრე დღე კლინიკური გამოვლინებების. მიჩნეულია, რომ დაავადების მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე დღე კრიტიკულია. ეს პაციენტი რჩება მძიმედ, მაგრამ აპარატი ამ ეტაპამდე არ დასჭირვებია, იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელდება,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ორსული ქალების მდგომარეობაში ბოლო 4 დღეა დინამიკა უცვლელია . „რაც შეეხება 13 წლის ბავშვს, რომელიც არის ჩვენს კლინიკაში მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და იმედს ვიქონიებ, რომ ასე გაგრძელდება,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს