მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს დისტანციურ რეჟიმში ეროვნული არქივი, ხოლო ოთხშაბათიდან ელექტრონულ მომსახურებას განაახლებს სამოქალაქო და საჯარო რეესტრი.

"მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ მეორე სსიპ-მა ასევე განაახლა მნიშვნელოვნად თავისი საქმიანობა - ეს არის სანოტარო მომსახურება, ნოტარიუსთა პალატა. დღეს დილიდან ჩვენ გვაქვს უკვე სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის #2-ში, ეროვნული არქივის შენობა და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი. ასევე სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. ჩვენ იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად, ზედმიწევნით დაცვას, ამ ტემპის მიხედვით გაიცემა იუსტიიცის სამინისტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გახდეს დროებითი სანოტარო ბიუროების სახით," - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო: მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს