დავით ზალკალიანი იმედს გამოთქვამს, რომ ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ერაყში გულის შეტევით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. მისი თქმით, ამისათვის საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის რეჟიმშია, თუმცა თურქეთს მესამე სამყაროს ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტილი აქვს.

„ჩემთვის ცნობილია ეს შემთხვევა. მოგეხსენებათ, თურქეთს მესამე სამყაროს ქვეყნებთან საზღვრები დაკეტილი აქვს. საკმაოდ რთული სიტუაციაა და გამონაკლისებს არ უშვებენ, თუმცა თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციაში ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს