თეა წულუკიანი - 1-ელ მაისამდე ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება

1-ელ მაისამდე ე.წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, #9 საპატიმროში მყოფი ყველა პირი რუსთავის #12 და #16 პენიტენციურ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებულ რეაბილიტირებულ შენობებში გადაიყვანეს.

„ე.წ. მატროსოვის შენობა, ვინც ამ შენობას იცნობს, არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარებაში და ამას პირველ რიგში, თავად პატიმრები იტყვიან ან ისინი, ვინც იქ ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული. შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაცია, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის, სწორედ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლების პრიორიტეტიდან გამომდინარე. რუსთავში #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესია, შედარებაც არ შეიძლება #9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება, ყველა მსჯავრდებული თუ ბრალდებული, ვინც #9-ში იმყოფებოდა, ორ ეტაპად იქნა გადაყვანლი ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება #9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელ მაისს უნდა დასრულდეს“,- განაცადა წულუკიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა