ნათია თურნავა - შესაძლოა, შიდა ტურიზმი მალე განვითარდეს, როცა ეს გამოწვევა გადაივლის, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი საერთაშორისო ტურიზმია

შესაძლოა, შიდა ტურიზმი უფრო მალე განვითარდეს, როგორც კი ეს გამოწვევა გადაივლის, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი არის საერთაშორისო ტურიზმი და მოგზაურები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, გლობალური კრიზის ზეგავლენა დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით.

"დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ თუ რა ზარალს განიცდის ეკონომიკა. სხვადასხვა მოლოდინი და პროგნოზებია. ამ ვითრებაში ძალიან რთულია ასეთი პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ვითარებაზე და გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე და მთლიანობაში მსოფლიო როდის მოერევა ამ გამოწვევას, რადგან შიდა ტურიზმი შეიძლება უფრო მალე განვითარდეს, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტორი არის საერთაშორისო ტურიზმი და მოგზაურები. ეს არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე არ არის დამოკიდებული. მთლიანაობაში ზარალობს ეკონომიკა და ბიზნეს სექტორი. იმიტომაც ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავამარტივოთ და შევარბილოთ ეს ნეგატიური ზეგავლენა ბიზნესსა და ეკონომიკაზე, შევამოკლოთ ვირუსთან ბრძოლის პერიოდი. ყველაზე მძიმე ბიზნესების გაჩერების პერიოდი მაქსიმალურად მოკლე რომ იყოს და ასევე, ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის დავალებით პოსტკრიზისულ ბიზნესისა და ეკონომიკის აღორძინებისა და სტიმულირების გეგმაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს პირველივე მომენტიდან, როგორც კი ძირითადი საფრთხე გადაივლის, შევძლოთ ამოვქოქოთ და ავაღორძინოთ ჩვენი ეკონომიკა," - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო