ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჩხერის საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინით ისარგებლა, რამაც შესაძლებელი გახადა კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დიაგნოსტიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჩხერის საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაიდლაინით ისარგებლა, რამაც შესაძლებელი გახადა კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დიაგნოსტიკა.

ტიკარაძის თქმით, ამან ვირუსის მედპერსონალსა და მოსახლეობაზე გავრცელების პრევენცია მოახდინა. ამისთვის ტიკარაძე მედპერსონალსა და საავადმყოფოს ხელმძღვანელს მადლობას უხდის.

„თქვენ იცით, რომ საჩხერის საავამყოფო ისევე, როგორც საჩხერის სასტუმრო პირველივე დღეებიდან არიან ჩართული კოვიდ ინფექციის მართვაში. ის საწყის ეტაპზე გამოყენებული იყო როგორც საკარანტინო ზონად და შემდეგ უკვე ჩაერთო კოვიდის მართვაში სტაციონარი. საჩხერის საავადმყოფოში არ აღინიშნება დეფიციტი უსაფრთხოების აღჭურვილობის. ამ შეთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე მედპერსონალის მაღალ კვალიფიკაციასთან და მაღალ შეგნებასთან - მათ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს, რაც აღმოჩნდა იმ შედეგის მომცემი, რომ ჩვენ პირველივე ტალღასა და ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის დიაგნორისტირება, რამაც ჩვენ თავიდან აგვაცილა ამ ვირუსის გავრცელება მედპერსონალსა და ასევე მოსახლეობაში, რისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 5 აპრილს საჩხერის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა