ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა ფინანსურ მხარდაჭერაზე კერძო სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებები გაიმართება

კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიები ონლაინ-მომსახურების გაძლიერებაში ჩაერთონ.

„დღევანდელ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობას ფარავს სრულად სახელმწფო, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ჩაერთონ როგორც ონლან-მომსახურებაში, თვითონ ონლაინ-ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხრადაჭერაში კერძო სადაზღვევოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს და მას შემდეგ გახდება ცნობილი, რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ფარავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო