ეკატერინე ტიკარაძე - სუნთქვის აპარატების მარაგი ამ ეტაპზე არის საკმარისი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში მობილიზებული, 700-ზე მეტი სუნთქვის აპარატი საკმარისია, რათა ექიმებმა პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ.

ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში სუნთქვითი მხარდაჭერა მხოლოდ 6 პაციენტს სჭირდება.

„სუნთქვს აპარატების მარაგი, ქვეყანაში ამ ეტაპზე არის საკმარისი. ჩვენ გვყავდა დაფიქსირებული 188 პაციენტიდან 81 ადამიანზე ორმხრივი პნევმონია, რომელთაგანაც მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 6 პაციენტი, რომელთან კვლავ ესაჭიროებათ სუნთქვითი მხარდაჭერა, 3 არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, 1 ბათუმში, 1 გორში და 1 ინფექციურ საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე ის მარაგი, რომელიც ჩვენ მობილიზებული გვაქვს სახელმწიფოს მასშტაბით და თქვენ იცით, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის, 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ჩვენმა ექიმებმა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა