ეკატერინე ტიკარაძე - გარკვეული მიზნობრივი ჯგუფის, მათ შორის მედპერსონალის აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, რაც გაფართოვდება

აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მედპერსონალის ტესტირება პირველი ნაბიჯია აგრესიული ტესტირების დასაწყებად.

ტიკარაძის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფები ეტაპობრივად გაფართოვდება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოსთვის აგრესიული ტესტირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით. ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და უკვე გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. აგრესიული ტესტირება ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალურად ამოსაცნობად და დეტალური კვლევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმური და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიყოთ ეფექტურები და ზუსტად გამოვავლინოთ ყველა კლასტერი და ინფიცირებული. პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე იცვლება ალგორითმები და პრიორიტეტები. აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია ჩვენთვის, უბრალოდ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე - სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს