პაატა იმნაძე - ცოცხალ პაციენტთან მუშაობა უფრო საშიშია, ვიდრე გვამთან, რადგან ავადმყოფი სახეში გახველებს

ცოცხალთან მუშაობა უფრო საშიშია, თუ გვამთან? ცოცხალთან უფრო საშიშია, იმიტომ, რომ ცოცხალი ავადმყოფი სახეში გახველებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას: არის თუ არა განსაკუთრებულად დაცული სამედიცინო ექსპერტების უსაფრთხოება, რომლებიც კორონავირუსით გარდაცვლილების გაკვეთაზე მუშაობენ. როგორც იმნაძე განმარტავს, ექსპერტები მათთვის გათვალისწინებული პროტოკოლით მოქმედებენ.

„ამის პროტოკოლი შემუშავებულია და დიდი ხანია დევს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი. პროზექტურაში მომუშავე ნებისმიერი პირი სტანდარტულად უნდა იცავდეს თავს და როგორ გგონიათ, ცოცხალთან მუშაობა უფრო საშიშია, თუ გვამთან მუშაობა? ეს არის ჩვეულებრივ პროფესიული რისკები. მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, ჩვეულებრივ, როგორც უნდა იმუშაონ, ისე იმუშაონ. ცოცხალთან მუშაობა უფრო საშიშია, იმიტომ რომ ცოცხალი ავადმყოფი სახეში გახველებს“, - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა