პაატა იმნაძის განცხადებით, მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდება, რადგან ძნელია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა, განსაკუთრებით გადაღლილი თანამშრომლისთვის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდება, რადგან მისი თქმით, ძნელია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა, განსაკუთრებით გადაღლილი თანამშრომლისთვის.

„ჩვენ ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში და ეს გასაგებიც არის, მედპერსონალი არის პირველი რისკის ქვეშ, ამიტომაც ჩვენთანაც მედპერსონალის დაავადების შემთხვევები გვაქვს, მათ შორის, არის როგორც დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ასევე არიან ექიმიც, საშუალო მედპერსონალი, ექთანიც. ეს კიდევ მოხდება იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან ძნელია ხოლმე ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვა, როდესაც მით უმეტეს, გადაღლილია თანამშრომელი მუშაობით. ოდნავი დარღვევაც კი პირად დაცვის აღჭურვილობის გამოყენებაში, შეიძლება, გახდეს ინფიცირების წყარო. სამწუხაროდ, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთანავე, მან სასწრაფო დახმარების დაინფიცირებულ ექიმზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ შემთხვევში ეს არა სამედიცინო საქმიანობისას დაინფიცირების შემთხვევაა, არამედ არის ოჯახური კლასტერი.

„საოჯახო კლასტერი დღეს წამყვანია ჩვენს ქვეყანაში. ანუ უმეტესობა დაავადებულებისა არიან ერთი ოჯახის წევრები. აქედან გამომდინარე, ეს შემთხვევაც არის როგორც ოჯახური კონტაქტი და არა როგორც სამედიცინო საქმიანობისას ანუ პროფესიული კონტაქტისას დასნებოვნებული ადამიანი. ის პრაქტიკულად, მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა ინფიცირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ყველაზე, ვინც იყო კონტაქტში, დამყარებულია მეთვალყურეობა,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა