მეტროსადგური „გოცირიძე“ გარემონტდება და გადაიხურება

მეტროსადგური „გოცირიძე“ გარემონტდება და გადაიხურება. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტისთვის ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანია სამუშაოების შესასრულებლად 3 767 808 ლარს გამოყოფს.

წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს 13:30 საათზე დასრულდება.

შეთავაზების კლების ბიჯი 75 356 ლარია, გარანტიის ოდენობა 37 678 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე.

„მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს ბაქანი (პლატფორმა) წარმოადგენს ღია ესტაკადის ტიპის ნაგებობას მონოლითური რკინაბეტონის წერტილოვანი საძირკვლებით, უღელის ფორმის ორფეხიანი პორტალებით, გობისებური კოჭებითა და ბაქნის იატაკის ასაწყობი რკინაბეტონის ფილებით. 1-2 ღერძებში ბაქანზე (პლატფორმაზე) ორი მხრიდან ასასვლელი კიბეებია, მეტროსადურის ქვედა სართულზე პერსონალის ოთახები და მგზავრთა ნაკადის გასატარებელი დარბაზია. ესტაკადის სიგრძე 118,695 მეტრია, არსებულ პორტალებს შორის დაშორება 11-11 მეტრია. მგზავრთა ამოსასვლელი კიბეების თავზე 14,7 მეტრ სიგრძეზე ბაქანი დახურულია რკინაბეტონის ფილით, დანარჩენი ნაწილი ღიაა 98,995 მეტრ სიგრძეზე. საჭიროა განხორციელდეს მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს ბაქანის გადახურვა და სადგურის კაპიტალური რემონტი არსებული „მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტი“-ს პროექტის შესაბამისად“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, მეტროსადგურის ტერირტორიაზე ჩატარდება კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყობა გახმოვანების სისტემა, შეიცვლება ვენტილაციისა და ელექტრო სისტემები. დოკუმენტაციაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „მიმწოდებელი ვალდებულია მშენებლობის პროცესში იხელმძღვანელოს მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით მოცემული პირობების სრული დაცვით. სამუშაოები აუცილებელია წარიმართოს დამტკიცებული პროექტის სრული შესაბამისობით“.

რაც შეეხება გარანტიებს, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სწორი ექსპლუატაციის პირობებში სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მინიმალური საგარანტიო ვადა 12 თვიდან 240 თვემდეა.

კერძოდ: სამშენებლო კონსტრუქციები და შენობა-ნაგებობები არანაკლებ 120 თვე; მზიდი მეტალოკონსტრუქციები არანაკლებ 240 თვე; ბაქნის იატაკის მოპირკეთება კერამოგრანიტით არანაკლებ 60 თვე; ბაქნის იატაკის მოპირკეთება ბუნებრივი გრანიტით არანაკლებ 120 თვე; ვესტიბიულში იატაკის მოწყობა ბუნებრივი გრანიტით არანაკლებ 120 თვე; ლამინატის იატაკი არანაკლებ 36 თვე; სავენტილაციო სისტემის დანადგარები არანაკლებ 120 თვე; ლიფტის შშმ პირებისათვის კონსტრუქციული ნაწილი არანაკლებ 60 თვე; ლიფტის შშმ პირებისათვის ელექტრული ნაწილი არანაკლებ 36 თვე; ტაქტილური ბილიკის მოწყობა არანაკლებ 36 თვე; სანათები არანაკლებ 24 თვე; სახურავის მოწყობა ფიჭური პოლიკარბონატით სისქით 30მმ არანაკლებ 120 თვე; ყველა დანარჩენი - სამშენებლო სამონტაჟო სამუშაო არანაკლებ 36 თვე; სარემონტო კოსმეტიკური სამუშაოები არანაკლებ 24 თვე; სადგურში შესასვლელი კარების მოწყობა ალუმინის პროფილზე მინით არანაკლებ 36 თვე; უწყვეტი კვების წყარო არანაკლებ 36 თვე; შესრულებული სამუშაოს დროს გამოყენებული მასალები, რომელთა ერთეულის ფასი მეტია 500 ლარზე არანაკლებ 36 თვე; შესრულებული სამუშაოს დროს გამოყენებული მასალები, რომელთა ერთეულის ფასი ნაკლებია 500 ლარზე (გარდა დანართში ჩამოთვლილი პოზიციებისა) არანაკლებ 12 თვე.

პრეტენდენტს 2015 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა გააჩნდეს განხორციელებული მინიმუმ 3 (სამი) პროექტი, როგორც ლითონკონსტრუქციების მოწყობის, ასევე შენობების კაპიტალური შეკვეთების ან ლითონკონსტრუქციების ნაწილში არანაკლებ 1 (ერთი) პროექტი 100 (ასი) ტონა მეტალოკონსტრუქციის გამოყენებით გამოცდილება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს