რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - დღეს 16 პაციენტს გაუკეთდა ტესტირება და მათი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ 16 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და მათი პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რესპუბლიკურში 36 პაციენტია დაკვირვების ქვეშ.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტია, მათგან მხოლოდ 1-ს აქვს კორონავირუსი დადასტურებული, დანარჩენები არიან დაკვირვების ქვეშ. გუშინ ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და 15-ვესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა. დღეს კიდევ 16 პაციენტს გაუკეთდა ტესტირება და მათი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი”, - განაცხადა გოფოძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა