ლევან გოფოძის განცხადებით, თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვინმეს COVID-19 დაუდასტურდება, ამიერიდან სხვა კლინიკაში აღარ გადაიყვანენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ უდასტურდება, თუმცა, მათ ორმხრივი მძიმე პნევმონია აქვთ, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოფოძის ინფორმაციით, ორივე პაციენტს თანმხლები დაავადებები აქვს.

„რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ ორ პაციენტს, იცით, რომ პაციენტებს ნეგატიური აქვთ კოვიდინფექციაზე კვლევის შედეგი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივეს ძალიან მძიმე პნევმონია აქვს. ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია შეიძლება ითქვას, მეორეს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება გეგმის მიხედვით.

ორივეს აქვს ორმხრივი მძიმე პნევმონია, სეპტიური შოკით, სხვა მძიმე გართულებებით. ორივეს აღენიშნება თანმხლები დაავადებები, ამიტომაც არის ამ პაციენტების მდგომარეობა ასეთი სიმძიმის“, - განაცხადა გოფოძემ .

მისივე თქმით, თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვინმეს COVID-19 დაუდასტურდება, ამიერიდან სხვა კლინიკაში აღარ გადაიყვანენ. ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირია.

„ჩვენთან თუ ვადასტურებთ, ახლა უკვე სხვა კლინიკაში აღარ გადავიყვანთ. ეს პაციენტი თავიდანვე ჩვენთან შემოვიდა და ჩვენ დავუდასტურეთ და გავაგრძელეთ მკურნალობა. ასე მოხდება ყველა იმ შემთხვევაში, ვისაც ჩვენ დავუდასტურებთ კოვიდინფექციას. რესპუბლიკურ სავადმყოფოს სრული შესაძლებობა აქვს კოვიდინფიცირებულებს უმკურნალოს პროტოკოლის სრული დაცვით“, - განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტს, რომელსაც დადასტურებული აქვს კორონავირუსი, გოფოძის ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.

„ის არის ბლოკში, იზოლირებული, მაგრამ არ სჭირდება რეანიმაცია. ამ პაციენტთან კოვიდინფექცია მსუბუქად მიდის, არ საჭიროებს არც მართვით სუნთვას, არც რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს. უტარდება მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ეპიდისტორიიდან ჩვენ ვიცით რომ ცნობილია, მას ჰქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან და შემდეგ მოიყვანეს ჩვენთან. საზღვარგარეთ თვითონ არ უმოგზაურია, თუმცა ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, თუ არ ვცდები იტალიიდან იყო შემოსული“, - განაცხადა გოფოძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს