სალომე ზურაბიშვილი - ბორის ჯონსონ, გამაგრდით!  - ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

,,ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19 -ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი ,,ტვიტერზე“ .

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. BBC-ის ცნობით, ის გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა