მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონკრეტული პროგრამების ამოქმედება, რათა აუთვისებელი მიწის ნაკვეთების დამუშავება მოხდეს

ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონკრეტული პროგრამების ამოქმედება, რათა მოხდეს აუთვისებელი მიწის ნაკვეთების დამუშავება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანა სადაც პრაქტიკულად ყველანაირი პროდუქციის მოყვანა და წარმოებაა შესაძლებელი, გადაქცეულია იმპორტირებული პროდუქციის მომხმარებლად.

,,საქართველოში მიწა უნდა იყოს დამუშავებული, რათა უზრუნველვყოთ სასურსათო უსაფრთხოება ქვეყანაში. ქვეყანაში პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არის საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. სამწუხაროა, რომ ქვეყანა გადაქცეულია იმპორტირებული პროდუქციის მომხმარებლად, რაშიც 1 მლრ დოლარი იხარჯება. ეს იმ ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად ყველანაირი პროდუქციის მოყვანა და წარმოებაა შესაძლებელი. სახელმწიფოს ხელში დღეს არის დაახლოებით 250-300 ათასი სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, არ დაკარგოს დრო და კერძო სექტორთან ერთობლივი ოპერირებით დაამუშავოს ეს მიწები. ასევე, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეურნეობების მხარდამჭერი კონკრეტული გეგმის წარმოდგენა მთავრობის მიერ. საქართველოს მოქალაქეებს დღეს 500 ათასამდე ჰექტარი მიწა აქვთ საკუთრებაში, ამ მიწების დიდი ნაწილის დამუშავება ვერ ხერხდება. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კონკრეტული პროგრამების ამოქმედება, რათა მოხდეს აუთვისებელი მიწის ნაკვეთების დამუშავება. ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მოსახლეობის დახმარება. სახელმწიფომ უნდა გამოყოს თანხები და დაეხმაროს გლეხს, ფერმერს. უნდა მოხდეს კონკრეტული შეღავათების დაწესება, გადასახადებისგან გათავისუფება, რათა სოფლად მომუშავე ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეძლონ დოვლათის შექმნა. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო ანტიკრიზისული გეგმა, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის ნაკლები დანაკარგებით კრიზისიდან გამოყვანა’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა