სასამართლო 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, ირაკლი ოქრუაშვილს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვს.

„მტკიცებულებებით განაჩენი რომ არ დადგება, ეს ყველასთვის გასაგებია. მტკიცებულებები არც ჰქონიათ, რაც ბუნებაში არ იყო, როგორ ექნებათ? აქ მთავარი სხვა რამ არის, ამ განაჩენის გამოტანას ჩქარობენ, მეორე საქმეზე მოწმეების დისტანციურად დაკითხვა უნდათ, მაშინ როცა, ყველა სხვა საქმე გადაგვიდეს, არ გვიტარებენ, მაგრამ ირაკლისთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა მიდგომა აქვთ. სიმართლე გითხრათ, გამამართლებელი განაჩენის გამოიტანა ამ ვითარებაში, როცა პოლიტიკა უფრო მაღლაა, ვიდრე სამართალი, ირაკლისაც ეეჭვება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა