ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ოჯახებს ნობათები გადაეცა

ვარკეთილსა და დიდ დიღომში მდებარე სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ 64 ოჯახს ნობათები გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვარკეთილის სოციალურ საცხოვრისში თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

„სოციალურ საცხოვრისებში დღეს 64 ოჯახზე გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტი მოვიტანეთ, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის მარაგია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია Ai Group-ს, რომელიც გვერდში გვიდგას და მათი დახმარებით, სხვადასხვა სოციალურ საცხოვრისში არამალფუჭებად პროდუქტებს ვარიგებთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ამასთანავე, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გასულ კვირას კომპანია Ai Group-მა ნობათი ორხევის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს გადასცა. მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საგნებს მოიცავს. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ თბილისის მერია სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო