ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ექთანი სტუდენტია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ექთნები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, სტუნდეტები არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ესენი არიან სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში . მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება არის მხოლოდ და მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდატრული მკურნალობა შიდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“, - აცხადებს ლევან რატიანი.

შეგახსენებთ, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა