გოკა გაბაშვილი მერიის მიერ 300 მიკროავტობუსის შეძენის გადაწყვეტილებაზე  -  მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და ასეთ დროს, ბიუჯეტის ხარჯით ერთ კომპანიას ასეთი საჩუქარი გაუკეთო,  გამაოგნებელი და არასწორი ნაბიჯია

„ევროპული საქართველოს“ წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, თბილისის მერია თუ ნამდვილად აპირებს, რომ ქვეყანაში COVID19-თან ბრძოლის პირობებში, დაახლოებით 30 მილიონი გადაიხადოს თბილისის სამარშრუტო ტაქსების, კერძო კომპანიის ტრანსპორტის შესაძენად, „ეს არის უგუნური საქციელი“.

როგორც გაბაშვილმა განაცხადა, ვირუსის გამო არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება, ამიტომ, ასეთ ვითარებაში, როცა ყველა თანხა დასაზოგია, ტენდერის გამოცხადება და ამაში ფულის გაღება „უგუნური საქციელია“.

„ჩვეულებრივ დროსაც უგუნური საქციელია, რადგან თვითონ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაანაცვლოს გამოუსადეგარი ტრანსპორტი. ასეთ დროს, ბიუჯეტის ხარჯით ერთ კომპანიას ასეთი საჩუქარი გაუკეთო, განსაკუთრებით დაუშვებელია. მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის. საქართველოში ჯერ არ ვიცით, ეს რა ხარჯებს გამოიწვევს. ამან შეიძლება ძალიან დიდი ხარჯი გამოიწვიოს პენსიონერების, უმუშევრობის დახმარებისთვის. ამან შესაძლოა მთელი ბიზნესის დახმარების პაკეტის აუცილებლობა გამოიწვიოს. გასაკეთებელია ქონების გადასახადის შემცირება, საშემოსავლოს შემცირება. ქვეყანა გამოსაყვანია კრიზისიდან. თვითონ მთავრობა ამბობს, რომ 2 მილიარდის მობილიზებას აპირებს ბიუჯეტში. ასეთ ვითარებაში 30 მილიონის დახარჯვა, კერძო კომპანიას ვითომ კარგი საქმე გაუკეთო, სრულებით გაუგებარი, გამაოგნებელი და არასწორი ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ამაზე დაფიქრდებიან, გააცნობიერებენ, რა ხარჯებთან შეიძლება ჰქონდეთ საქმე 2-3 თვეში და გადაიფიქრებენ ამ არასწორი ნაბიჯის გადადგას“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო