შალვა კიკნაველიძე - სასურსათო ამანათებს მიიღებს ყველა ის სოციალური ჯგუფი, რომელთაც დახმარება განსაკუთრებულად ესაჭიროებათ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 29 მარტიდან სოციალური აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, სასურსათო ამანათები, 70 წელს გადაცილებულმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა, სოციალური სტატუსის მქონე მრავალშვილიანმა ოჯახებმა,70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა მოხუცებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების ოჯახებმა უკვე მიიღეს. აქციის ფარგლებში იგეგმება სხვა სოციალური ჯგუფების დახმარებაც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საკვები პროდუქტები მიიღეს ზესტაფონში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებმაც.

დახმარება მიიღეს ასევე ზესტაფონში არსებული ბავშთა სარეაბილიტაციო ცენტრ - „ორიონის“ ბენეფიციარებმაც.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოციალურ აქციაში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოხალისეებთან ერთად აქტიურადაა ჩართული საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე.

მისი განცხადებით, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ სასურსათო ამანათებს მიიღებს ყველა ის სოციალური ჯგუფი, რომელთაც დახმარება განსაკუთრებულად ესაჭიროებათ.

"ხელისუფლება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს დაავადების მასიურად გავრცელების რისკების შესამცირებლად. ამასთანავე მიმდინარეობს ყველა იმ სოციალური ჯგუფის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას. მინდა, კიდევ ერთხელ, მოვუწოდო მოსახლეობას მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს მოვერევით“,-აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა