გია ვოლსკი - ცალკეული ოპონენტების განცხადებებში დიდი დოზით იგრძნობა პოლიტიკური კონიუნქტურის გამოყენების  სურვილი

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივებში ისევე, როგორც ცალკეული ოპონენტების განცხადებაში, მაინც დიდი დოზით იგრძნობა პოლიტიკური კონიუნქტურის გამოყენების სურვილი. რთული მდგომარეობაა, ციფრების ასე რახარუხი, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე დასმულ შეკითხვას, რომ საქართველოში მოქალაქეების დაბრუნება, თუ არ ხერხდება ამ ეტაპზე, მათ ადგისამყოფელ ქვეყნებში კომპენსაცია უნდა მიეცეთ დაახლოებით 600 ევროს ოდენობით.

ვოლსკის თქმით, ეს მოსაზრება არათუ რეალობასთან არის ახლოს, არამედ დაპირისპირების გარკვეულ მინიშნებებზეა აგებული, რომ თუკი, საქართველო 600 ევროს ვერ გადაუხდის თავის თანამოქალაქეებს, მას უკმარისობის და აგრესიის გრძნობა უნდა გაუჩნდეს საქართველოსადმი, „რომელიც ყველაფერს აკეთებს“.

„გრაფიკი შემუშავებულია და ჩვენი მოქალაქეების გადმოყვანა ხდება. საკმაოდ დიდია იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელიც უკვე ჩამოყვანილია და ეს უნდა შეესაბამებოდეს საკარანტინო რესურს, რომელიც საქართველოს გააჩნია.

რაც შეეხება ფინანსებს, საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება იმისათვის, რომ მოქალაქეები, ვინც ჯერჯერობით ვერ ახერხებენ წასვლას, დაბინავდნენ, ჰქონდეთ შესაბამისი რესურსი იმასთვის, რომ გამოიკვებონ. რასაკვირველია, ფინანსური რესურსით საქართველო ერთი ხელის მოსმით ყველას ვერ გაწვდება, მაგრამ ფაქტია და ყველა ხედავს, მათ შორის, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, თუ რამხელა ფინანსური, ფიზიკური და მორალური რესურსია ჩადებული იმაში, რომ მათ არ გაუჭირდეთ. ამიტომ სახელმწიფო, როდესაც ყველაფერს აკეთებს, იქ გარკვეული ციფრების დასახელება, ვფიქრობ, მხოლოდ სპეკულაციაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს