გია ვოლსკი - არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია არამედ, საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება არის ძალიან პოზიტიური

შეფასება კარგია ემოციურად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს - რაც არ უნდა შესანიშნავად იმუშაოს სისტემამ, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოვდუნდეთ კონკრეტული მოქალაქეები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით უცხოური გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებზე ისაუბრა.

„არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის“ სტატია არამედ, საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება არის ძალიან პოზიტიური როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, ასევე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთი კიდევ ერთხელ უნდა შევაგულიანოთ. შეფასება კარგია ემოციურად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს - რაც არ უნდა შესანიშნავად იმუშაოს სისტემამ, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოვდუნდეთ კონკრეტული მოქალაქეები, რომლებსაც სხვა განწყობა აქვთ და ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს ემუქრება. მსოფლიო აჩვენებს გამოცდილების გარკვეულ მიმართულებებს, რომელიც გააჩნია კონკრეტულ ქვეყნებს. ამ შემთხვევაში, საქართველოც მზად არის, კონსულტაცია გაუწიოს და ასეც ხდება, ვინც მიმართავს მას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო