ანგელა მერკელი - ევროკავშირი მისი დაარსების დღიდან ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე დგას

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში, ევროკავშირი მისი დაარსების დღიდან ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე დგას.

მერკელის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი „მთლიანობაში განიკურნოს“.

„გერმანია გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუკი ევროპა იქნება წარმატებული“, - განაცხადა მერკელმა კორნავირუსთან ბრძოლაში ჩართული მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

მერკელის მოსაზრებით, ყველას ინტერესებშია, რომ ევროპა კრიზისიდან უფრო მეტად გაძლიერებული გამოვიდეს. მან ევრობლოკს მოუწოდა, რომ მედპერსონალისთვის აუცილებელი დამცავი საშუალებების შექმნის მიმართულებით შესაძლებლობები გააძლიეროს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს