გრიგოლ ვაშაძე - პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენზე გაცილებით მდიდარ და განვითარებულ სახელმწიფოებზე უარესად არ გამოვიყურებით, მაგრამ მტკიცება, რომ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქვეყნებიდან მოქალაქეების გამოყვანის მაგალითი, ზომაზე გადამეტებული ტრაბახია

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ღირსეულად გამოიყურება, თუმცა, ზოგიერთი შეფასება გადამეტებულია. აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისივე თქმით, გამოსასწორებელი ქვეყანას ბევრი რამ აქვს. ვაშაძის განცხადებით,“არ გვქონია არავითარი მარაგები, რომელიც საჭიროა, მათ შორის, ექიმებისთვის“.

„მართლა ძალიან ღირსეულად გამოვიყურებით. რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდარ და განვითარებულ სახელმწიფოზე უარესად არ გამოვიყურებით, მაგრამ იმის მტკიცება, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ მაგალითი მოქალაქეების გამოყვანის (სხვა ქვეყნებიდან), ეს, მტკნარი სიცრუე რომ არ ვთქვა, ზომაზე გადამეტებული ტრაბახია, რადგან სადაც საჭირო იყო ევროპის სახელმწიფოებმა ერთი მოქალაქისთვისაც გააგზავნეს თვითმფრინავები. ამიტომ, რაც კარგად გვაქვს იმაზე ვისაუბროთ, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ, ბატონმა პაატა იმნაძემ ბრძანა, გუშინ თუ გუშინწინ, არ მახსოვს ზუსტად როდის - ბოდიშს ვიხდი, ხიბლში ნუ შევალთო. ბევრი რამ გვქონია გამოსასწორებელი, არ გვქონია არავითარი მარაგები, რომელიც საჭიროა, მათ შორის, ექიმებისთვის. ძალიან მძიმე ფასს იხდის ჩვენი მოკავშირე მეგობარი ქვეყნები, მაგალითად , ესპანეთი და იტალია, სადაც ასეულობით ექიმი და ექთანი არის უკვე დასნეულებული და ეს უფრო აძნელებს კორონავირუსთან ბრძოლას. ასე რომ, გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ აქედან და შევიგნოთ ერთი რამ - ვირუსი იქნება თუ გარემომხდური მტერი, ამისთანა წუთში აღარ არსებობს ხელისუფლება, ოპოზიცია, იდეოლოგიური და სხვა განსხვავებები. არსებობს ქართველი ერი, რომელიც ერთად უნდა დავდგეთ, სხვანაირად ვერაფერს გავუმკლავდებით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა