ნიუ-იორკის გუბერნატორი - კორონავირუსი არის მტერი, რომელიც პირველივე დღიდან სათანადოდ ვერ შევაფასეთ და საკმაოდ ძვირიც დაგვიჯდა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ საგანგებო მდგომარეობა 29 აპრილამდე გაახანგრძლივა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა, კრიზისი სტაბილურდება.

აქვე გუბერნატორმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დასტაბილურება არ უნდა ნიშნავდეს ზედმეტად სწრაფ თავდაჯერებას.

„ეს არის მტერი, რომელიც პირველივე დღიდან სათანადოდ ვერ შევაფასეთ და საკმაოდ ძვირიც დაგვიჯდა“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 350 000-ს გადააჭარბა და 10 000-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა. აქ ყველაზე მეტად ნიუ იორკის შტატი დაზარალდა, რომელსაც 130 000-ზე მეტი ინფიცირებული და 5 000-მდე გარდაცვლილი ჰყავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს