ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტიდან, მხოლოდ ერთის მდგომარეობაა შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილური

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის, კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კლინიკის ექიმმა თამარ ბადურაშვილმა განაცხადა, 2 მათგანს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა.

მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში ამ დროისთვის 21 პაციენტის ანალიზია გაგზავნილი.

„10 დადასტურებული შემთხვევებიდან 2 გახლავთ დღეს დამატებული შემთხვევა, რომლებიც არიან უკვე არსებული პაციენტის ოჯახის წევრები, ახალი კლასტერი არ არის. 10 პაციენტიდან 2 გახლავთ ბავშვი. ჯამში, 18 წლამდე სულ 3 პაციენტი გვყავს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული 10 შემთხვევიდან ერთი პაციენტი გვყავს შედარებით მძიმე მიმდინარეობით, რომლის მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა, სტაბილური“, - განაცხადა თამარ ბადურაშვილმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით საერთო ჯამში ინფიცირებულია 188 ადამიანი, მათგან 39 გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 2 პაციენტი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა