„გადავარჩინოთ ბავშვები“ - 1.5 მილიარდი ბავშვი სკოლაში არ დადის, რამაც შესაძლოა, მათი იძულებითი შრომა ან ნაადრევი ქორწინება გამოიწვიოს

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ მიიჩნევს, რომ ღარიბ ქვეყნებში, ბავშვების სკოლის გარეთ დარჩენამ შესაძლოა, მათი იძულებითი შრომა ან ნაადრევი ქორწინებები გამოიწვიოს. მათივე ინფორმაციით, დღესდღეობით 1.5 მილიარდი ბავშვი სკოლაში არ დადის მსოფლიოში არსებული ვითარების გამო.

“პანდემია ახლა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ვრცელდება, იქ, სადაც ბავშვებს ისედაც არ აქვთ წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე, რომლებიც მალარიის, პნევმონიის წინააღმდეგ გამოიყენება. ეს პანდემია ბევრ ბავშვს მზრუნველის გაეშე დატოვებს, დატოვებს სკოლის გარეშე საფრთხეში. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ვიმოქმედოთ და განვსაზღვროთ რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია“,- აცხადებს ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი ინგერ ეშინგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო