სახალხო დამცველის აპარატი საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლას იწყებს

სახალხო დამცველის აპარატი საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება. დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.

თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია.

საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: 591 90 33 22 (ხატია ხელაძე) Facebook, ელ-ფოსტა: khkheladze@ombudsman.ge; info@ombudsman.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს