დონალდ ტრამპი ინდოეთს პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტის აკრძალვისთვის სამაგიეროს გადახდით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთს სამაგიეროს გადახდით ემქურება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტზე აკრძალვას არ გადახედავს.

„მე კვირას დილით მას- ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის ვესაუბრე. დავურეკე და ვუთხარი, რომ დავაფასებდით პრეპარატის მოწოდებას. თუ ის ამას არ გააკეთებს, არა უშავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამაგიეროს მიიღებს. რატომაც არა?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მას გაუკვირდება, რომ გაიგოს პრეპარატის აკრძალვის გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო.

„გავოცდები თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ უნდა ეთქვა. ჩვენ კვირას ვისაუბრეთ. გავოცდები, იმიტომ რომ, ინდოეთს კარგი ურთიერთობები აქვს აშშ-სთან“,-აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ინდოეთში, რომელიც პრეპარატის ყველაზე დიდი მწარმოებელია კვირას განაცხადეს, რომ წამლის ექსპორტი იკრძალება. გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი, როცა ქვყენების ლიდერებმა სატელეფონო საუბრები გამართეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო