აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში ჰუმანიტარული აქცია განახორციელა

საქართველოს საელჩომ, ხელისუფლების მითითებით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - კახის, ზაქათალისა და ბელაქანის მუნიციპალიტეტებში ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული სახის აქცია განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული მისია კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანში ქართული დიასპორის თხოვნით 5 აპრილს განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას პირველადი მოხმარების სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები გადაეცა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული, საქართველოში დამზადებული პირბადეები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ინვენტარი. საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის ქალაქ კახში სტუმრობისას დელეგაციამ დაათვალიერა კახის პოლიკლინიკები და სოფელ ალიბეგლოს საავადმყოფო, ასევე სოფლები - ალათემური, ალიბეგლო და ქოთოქლუ; ესტუმრნენ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და შშმ პირებს, რომლებსაც პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა