კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევიდან გამომდინარე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველი მეზღვაურების ინტერესების დასაცავად რეგულაციების შეიმუშავა

კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი გამოწვევიდან გამომდინარე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომელთა მიზანსაც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვა და მათთვის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ვადიანობის გაგრძელება წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება.

„შექმნილი გამოწვევიდან გამომდინარე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით:

ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი /კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი / მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად, სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე;

გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ, ავტომატურად იქნება გაგრძელებული 6 თვის ვადით;

მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა ეწურებათ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოქმედებს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან დარეგისტრირდებიან სერტიფიკატის გასაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, რომელთა ჩატარებაც შეიზღუდა კორონავირუსის გამო, შეუძლიათ სერტიფიკატის გასაახლებლად გააკეთონ განაცხადი 2020 წლის 22 აპრილიდან. სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე გასცემს შესაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი დარეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე.

ყველა ასეთ სერტიფიკატზე დადგინდება ვალდებულება, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა 9 თვის ვადაში, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. თუ მეზღვაური ამ ვადაში წვრთნას არ გაივლის, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება.

საზღვაო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ ეხებათ იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც შესაბამის თანამდებობაზე პირველად ხორციელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს მეშვეობით დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო