თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, რომელთაც დღეს თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მის კლინიკაში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, რომელთაც დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

როგორც ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

„კლინიაში იმყოფება სულ 43 პაციენტი. გუშინ მიღებულია 33 პაციენტი. გაგზავნილია 34 ანალიზი კვლევაზე. მოვიდა ორი დადებითი, დღეს ორივე გადაყვანილი იქნება საუნივერსიტეტო კლინიკაში.

პაციენტების მდგომარება არის საშუალო სიმძიმის. რეანიმაციულ განყოფილებაში არ წევს არცერთი პაციენტი“,- განაცხადა ბექაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს