ლევან რატიანი - ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია, ასევე ძალიან კარგია 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ჰქონდა, ის ჩივილებიც აღარ აქვს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. მისივე თქმით, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მათ შემთხვევაში არანაირი გართულება არ გამოვლენილა.

„ორსულების მდგომარეობა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგია. როგორც ქალბატონების, ასევე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. ბოლო რამოდენიმე დღეა, არანაირი გართულება ამ ქალბატონებთან არ გამოვლენილა და იმედი მაქვს, რომ არც გამოვლინდება და რამდენიმე დღეში, როდესაც დადგება მომენტი, რომ უნდა ავუღოთ ნაცხი, ავუღებთ და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში გაეწერებიან ბინაზე,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

ამასთანავე, მან 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბარა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან კარგია, რატიანმა იმედი გამოთქვა, რომ ისიც მალე გაეწერება კლინიკიდან.

„რაც შეეხება ბიჭს, რომელიც არის 13 წლის, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან კარგი, არანაირი გართულება. რაც ჰქონდა, ის ჩივილებიც აღარ აქვს და იმედი გვაქვს, რომ ამ ბიჭთანაც ასე წავა მდგომარეობა და ისიც გაეწერება ჯანმრთელი და ბედნიერი ჩვენი კლინიკიდან,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან რატიანმა თსსუ-ს საუნივერსისტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმოიხილა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს