ლევან რატიანის ინფორმაციით, 86 წლის ქალს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა კლინიკაში შეყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა არ გართულებულა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, თუ განმეორებითმა PCR კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, კლინიკას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.

“იცით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიძლება, შეიტანოს ცვლილება და ორჯერადი PCR შეიძლება გახდეს ერთჯერადი. პირველი ჯერი იცით, რომ მივიღეთ უარყოფითი, ლუგარიდან ველოდებით პასუხებს თუ კვლავ მივიღებთ უარყოფით პასუხს, რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას,“-განაცხადა ლევან რატიანმა.

კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ჩატარებული კვლევებით მათთან არანაირი პათოლოგია არ ვლინდება. რატიანის თქმით, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

„რაც შეეხება რისკფაქტორებს, ამ ეტაპამდე იცით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია არის 60+1 და ამასთანავე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. მართალია ასეთი პაციენტი გვყავს, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მათი ვიტალური პარამეტრები ამ ეტაპამდე ნარჩუნდება.

რაც შეეხება ექიმის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად გაუმჯობესებულია. ბოლო 16 საათი ცხელება არ ყოფილა, სუნთქვის პარამეტრები არ უარესდება. ასევე ორი მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე უარყოფითი დინამიკის გარეშეა, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ.

რაც შეეხება, 86 წლის ქალს, რომელიც არის სომატურად დატვირთული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ, ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ორმხრივი მწვავე პნევმონია, საშუალო ხარისხის მძიმე დისტრესი, მაგრამ შემოყვანის შემდეგ, მასთან მდგომარეობა არ გართულებულა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა