ჭავჭავაძის გამზირზე გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია „თბილისი ენერჯი“, დედაქალაქში გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს 430 მეტრი სიგრძის გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე, გაზის მილები სრულად შეიცვალა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ძლიერ კოროზირებული იყო.

„დაზიანებული მილები საშუალო და მაღალი წნევის, თანამედროვე პოლიეთილენის მილით ჩანაცვლდა. ახალი გაზსადენი დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის უმნიშნელოვანესია. „თბილისი ენერჯი“ შეგახსენებთ, რომ დარჩეთ სახლში, გაითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გასცემს და გახსოვდეთ, თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის, დაიცავით ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესები. ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 . თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის“ სოციალური ქსელით და ვებგვერდის www.te.ge სპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით“,-აღნიშნულია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა