"ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, რომ სახელმწიფოს კორონავირუსის მკურნალობაზე სადაზღვევო კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე ჯერ არ მიუმართავს

"ჯიპიაი ჰოლდინგის" კომუნიკაციების დირექტორის თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის მკურნალობის ხარჯების დასაფარად, სახელმწიფოს სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯიპიაი ჰოლდინგში" განუცხადეს, კომპანია მზადაა მთავრობის პოზიცია მოისმინოს და ამ ინიციატივას შეუერთდეს.

"გუშინ გაჟღერდა ეს ბრიფინგზე და ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. კონკრეტული შემოთავაზება და განხილვა ამ საკითხის არ ყოფილა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ მთავრობის პოზიცია და ჩავერთოთ მაქსიმალურად. როგორ მოხდება ჩვენი ჩართვა, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, უნდა მოვისმინოთ მთავრობას რა პოზიცია აქვს და რა ნაწილში წარმოუდგენია რომ სადაზღვევო ინდუსტრია ჩაერთოს, ამიტომ ჯერ დეტალებზე საუბარი ნაადრევია. ზოგადად პანდემია და ეპიდემია სადაზღვევო პირობებიდან მთელ მსოფლიოში არის გამონაკლისი, სწორედ იმიტომ რომ ამ რისკის გათვლა შეუძლებელია და სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ჩვენ მოვისმენთ სახელმწიფოს პოზიციას და აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს. ასევე, ჩვენც გავუზიარებთ პოზიციას როგორ შეიძლება მოხდეს კერძო სადაზღვევო მომსახურების ინტეგრაცია,"- განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

მისივე თქმით, სადაზღვევო ინდუსტრია იმ პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე, რისი რესურსიც აქვს.

"ჩვენ დიდ პროგრამებს ვმართავთ და ნახევრ მილიონზე მეტი ადამიანი არის დაზღვეული. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს კონკრეტულს ვერ გეტყვით," - განუცხადა სტამბოლიშვილმა "ინტერპრესნიუსს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ "პალიტრანიუსის" კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა