„ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი - ჩვენ დღესაც მზად ვართ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გულდასმით დასაცავად

მზად ვართ თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე bpn.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს.

ირაკლი გაგნიძე კომპანიისთვის ონლაინ გაყიდვების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს და როგორც აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვები „ბიბლუსისთვის“ მთლიანი შემოსავლის მაქსიმუმ 10%-ს შეადგენს, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მაღაზიების გახსნის შემდეგ კომპანიამ მუშაობა ნაკლები ზიანით დაიწყოს.

„ჩვენ გვჭირდება გარკვეული საშუალებები და მხარდაჭერა, რათა ამხელა საქმე, რომელიც გაკეთდა, 100-მდე სხვადასხვა ტიპის მაღაზია მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ გაჩერდეს და როდესაც ვირუსი დაიძლევა, ახალ გამოწვევებს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით შეხვდეს.

რეალურად, ონლაინ გაყიდვები „ბიბლუსისთვის“ ალბათ, მთლიანი შემოსავლის 5-7%-ს, უკეთეს შემთხვევაში - 10%-ს შეადგენს. ეს არ იქნება ის, რაზეც კომპანია შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ რაღაც დინამიკა შევინარჩუნოთ და თანაშრომლების გარკვეული ნაწილი მაინც დავაფინანსოთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როდესაც მაღაზიები გაიხსნება, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით დავიწყოთ მუშაობა.თუ ზოგადად, პანდემიის პრობლემას და დაავადების გავრცელების რისკებს შევაფასებთ, ჩემი მიდგომაა, რომ ელექტრონული გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან მომხმარებელთან და პროდუქტთან შეხება მინიმალურია. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის და პირველი სწორედ ეს გავაკეთეთ, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ აბსოლუტურად ყველა ის რეკომენდაცია დავიცავათ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაკისრებს და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხო საქმიანობა უზრუნველვყოთ. მათ შორის, ტრანსპორტირება, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.“, - აცხადებს ირაკლი გაგნიძე.

ამასთან, „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მუშაობის შეჩერების მიუხედავად, კომპანიამ სესხი აიღო და თანამშრომლებს მარტის თვის ხელფასი სრულად გადაუხადა.„იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად, ყველა შემოსავლის წყარო გაგვიჩერდა, პირველი, რაზეც ფიქრი დავიწყეთ, იყო ის, თუ როგორ გადაგვეხადა ჩვენი მთავარი ფასეულობის, თანაშრომლების ხელფასები. მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, უნდა გამოგვენახა ყველა გზა, მათი ხელფასების დასაფარად. დავიწყეთ მოლაპარაკება ბანკთან, რაც წარმატებით დასრულდა და მათგან სრული თანხმობა მივიღეთ. მეტიც, ჩვენ 19 მარტის შემდეგ ვიყავით გაჩერებულები, თუმცა კომპანია „ბიბლუსმა“ მთლიანი თვის ხელფასები ჩარიცხა“, - აღნიშნავს ინტერვიუში „ბიბლურის“ გენერალური დირექტორი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა