ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე განცხადებით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა არ გართულებულა.

„რესპუბლიკურს საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტია. გუშინ გამოკვლეული იქნა 16 პაციენტი და ყველას შედეგი იყო ნეგატიური და უმრავლესობამ დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს კიდევ 18 პაციენტს გაუკეთდა ანალიზი და ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ კოვიდიან პაციენტს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ორმხრივი პნევმონია აქვს, მაგრამ მდგომარეობა არ გართულდა. ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა მართვით სუნთქვას არ საჭიროებს“, - განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი არ აქვთ, თუმცა დაუდგინდათ მძიმე პნევმონია, გოფოძის განცხადებით, მათი მდგომარეობა უმჯობესდება.

„გვყავს კიდევ ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთა მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რაც ძალიან გვახარებს. მათ კოვიდ 19 არ აქვთ დადასტურებული, თუმცა აქვთ მძიმე პნევმონია. ამ პაციენტების მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენთან მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტის და უფრო მეტ დახმარებას საჭიროებენ. არც ერთ მათგანს არ აქვს კორონავირუსი, თუმცა ის ბაქტერიული პმნევმონია, რომელიც ფიქსირდება ორივე შემთხვევაში, არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე, რამაც გამოიწვია ის, რომ ორივე მართვით სუნთქვაზეა“, - განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო