საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი (,,წითელი ხიდი“ ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია. "აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე, შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. შესაბამისად, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი (,,წითელი ხიდი“ ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ამოქმედდა ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები. გადაადგილება ნებადართული მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვებით. ნებართვის მისაღებად მსურველმა პირებმა SMS-ს შეტყობინება უნდა გააგზავნონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ნომერზე, მიუთითონ პირადი მონაცემები და სახლიდან გამოსვლის მიზეზი, რის შემდეგ მათ მოუვათ შესაბამისი პასუხი. საპასუხო SMS–ს შეტყობინებაში მითითებული იქნება ნებართვის მოქმედების ვადა. საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ",-აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა