ეკლესიის მოძღვარი - სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა

სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა, - ამის შესახებ იმ ეკლესიის მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამა სერაფიმეს ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი სტიქაროსნის ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო.

„მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი მირჩევნია, რომ ცოტა ხანი დათხოვილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონ გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობის ქვეშ არის. მე თვითონ პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით იმიტომ, რომ მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე დღეს იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა,“ - განაცხადა მამა სერაფიმემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს