გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები კოვიდ 19-თან ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები სოლიდარობის აქციას უერთდებიან და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს, კოვიდ 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს პანდემიის წინააღმდეგ და თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება თანადგომა და დახმარება, დამატებითი წვლილი შეიტანოს.

საქართველოს პროკურატურა ასევე გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უწევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა